კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე ბუჩაში ჩავიდა. ინფორმაცია მიტროპოლიტის Twitter-ზე ვრცელდება:
დღეს ბუჩაში წვიმდა. თითქოს ცაც ტიროდა… აქ სიტყვები საკმარისი ვერ იქნება. სხეული უარს ამბობს მოძრაობაზე, თვალები უარს ამბობენ დანახვაზე და გონება მომხდარის გააზრებაზე უარს ამბობს. ჯალათებმა ჩვენს მიწაზე ჯოჯოხეთი მოაწყეს. რასისტებმა ჩვენი თვალწარმტაცი მიწა ნამდვილ დამწვარ უდაბნოდ აქციეს, – წერს მიტროპოლიტი და ბუჩაში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.