” მაისიდან იქნება ასე – მარიოპოლის მცველთაგან ბევრი ადგილზე მოკვდა…თბილისში კონცერტია! “პადმასკოვნიე ვეჩერას” მღერიან”

ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“აღდგომა გადაივლის! 1-ლი მაისიდან იქნება ასე

მარიოპოლის მცველთაგან ბევრი ადგილზე მოკვდა…

თბილისში კონცერტია! “პადმასკოვნიე ვეჩერას” მღერიან; მინისტრი წულუკიანი ამბობს, რომ წავიდა დრო, როცა არტისტებს რეპერტუარს ურჩევდნენ.
აზოვსტალიდან ცხედრები გამოაქვთ; თბილისში კონცერტია: კობახიძე ამბობს, რომ ესაა სუვერენული დემოკრატია!
პუტინი აღარ მალავს, რომ ცომბირში ასახლებს რუსეთის დერეფნით გასულ უკრაინელებს! თბილისში კონცერტია! კალაძე იწვევს ლეფსს და ამბობს, რომ სოსო პავლიაშვილიც უნდა ჩამოვიდეს!.. იმღეროს! კულტურა და პოლიტიკა ერთმანეთში არ უნდა აგვერიოს!
“როიტერსმა” გადაიღო გაჭყლეტილები და გამოჟინილი სისხლი… უსაშინლესი კადრებია! მსჯელობენ თემაზე, განა შეიძლება კი ამ კადრების ღია ეთერში მიცემა! “ფეისბუქი” ახალ რეგულაციებს აწესებს.
თბილისში კონცერტია!
მიშა ყაველაშვილი ყვირის – შეგეწერათ! დიტოსამხარაძე (ერთი სიტყვაა) ამატებს, რომ აკუწავს თინა ბოკუჩავას!
რუსეთის გენშტაბის უფროსობა პუტინს აბარებს პატაკს თემაზე, როგორი იქნება პარადი 9 მაისს!
თბილისში კონცერტია! ჩართეს კობზონის ფინოგრამა! ამას ვინ ჩივის… ლევ ლეშჩენკოც ჩართეს, ვ კონტაქტეს ლაივით.
9 მაისს მიდიან და დებენ ყვავილებს!
მამუკა მდინარაძეს თვალზე უგორდება ცრემლი! იწმენდს!
კითხვაზე – რას იზამს საქართველო? ღარიბაშვილი პასუხობს: ეს სხვისი ომია!
თბილისში კონცერტია! 25 876 რუსი რუსთაველზე დგას გეორგეევსკის ბაფთებით!”

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share