რუსმა მილიარდერმა, ოლეგ ტინკოვმა, რომელიც სანქცირებულთა სიაში მოჰყვა, რუსეთის უკრაინაში შეჭრა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა :
“ვერ ვხედავ ვერცერთ მხარეს, რომელიც ამ გიჟური ომიდან სარგებელს იღებს. გენერლებმა გაიღვიძეს და აღმოაჩინეს, რომ მათი არმია მ**ნერია და როგორ იქნება კარგი არმია, როდესაც ქვეყანაში ყველაფერი მ**ნერია, ჩაძირულია ნეპოტიზმში, მლიქვნელობასა და მონობაში”. – წერს ტინკოვი.
Tinkoff ბანკის დამფუძნებლის, ოლეგ ტინკოვის თქმით, რუსეთის მოსახლეობის 90% ომის წინააღმდეგია.
“კრემლის ჩინოვნიკები შოკში არიან, რომ არა მხოლოდ ისინი ისინი, არამედ მათი შვილებიც ვერ წავლენ ხმელთაშუა ზღვაზე დასასვენებლად. ბიზნესმენები ცდილობენ მათი დარჩენილი ქონების გადარჩენას. რა თქმა უნდა, ქვეყანაში არიან დებილები, რომლებიც Z-ს ხატავენ, მაგრამ მათი რეალური რაოდენობა 10%-ია, რუსების 90% ამომის წინააღმდეგია. “კოლექტიურ დასავლეთს” ვთხოვ, მიეცით პუტინს მკაფიო გასასვლელი, რომ გადაირჩინოს სახე და შეწყვიტოს ეს ხოცვა-ჟლეტა. იყავით უფრო რაციონალურები და ჰუმანურები”. – წერს ტინკოვი.