კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტი, თინა კანდელაკი ანჯელინა ჯოლის უკრაინაში ვიზიტს “ტელეგრამზე” ეხმიანება.
თინა აკრიტიკებს შონ პენსა და ანჯელინა ჯოლის იმის გამო, რომ ისინი ლუგანსკსა და დონეცკში არ ჩავიდნენ:
” პირველად ხდება, რომ ანჯელინა ჯოლის დანახვაზე, გული მერევა” – წერს კანდელაკი.
ცნობისთვის, ამერიკელი მსახიობი, იუნისეფი-ს კეთილი ნების ელჩი ანჯელინა ჯოლი უკრაინაში იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ ერთი თვის წინ ანჯელინა ჯოლიმ რომის ერთ-ერთ პედიატრიულ საავადმყოფოში უკრაინიდან ევაკუირებული ბავშვები მოინახულა.