“ადამიანი თვალსა და ხელს შუა დნება…არ ვიცი რამდენ ხანს გაუძლებს”- მეუფე ნიკოლოზმა სააკაშვილი მოინახულა

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი ციხეში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. ეპისკოპოსმა ციხის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მესამე პრეზიდენტი ძალიან სუსტად გამოიყურება.

ბოლო დროს ხშირად მიწევს შესვლა და ადამიანი თვალსა და ხელს შუა დნება. როგორ გითხრათ და ძალიან გამხდარი და დასუსტებულია. რაც მომეჩვენა იმას ვამბობ.რამდენ ხანს გაუძლებს ესე არ ვიცი. თუ მისგან დამოუკიდებლად ხდება მისი ასეთი დასუსტება, ეს ძალიან საგანგაშოა. არაფერზე არ გვისაუბრია, მე მხოლოდ იმისთვის ვიყავი, რომ საიდუმლოებები აღმესრულებინა”, – თქვა მეუფე ნიკოლოზმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share