“ტიპი რა დონის თავხედია…” – ზარქუა მიხეილ სააკაშვილზე

“ტიპი რა დონის თავხედია, რომ გვეუბნება, რომ მიმკურნალოთ, ჩემი პირობები შეასრულეთო. ასეთი რამე გაგონილა? სისულელე 5 თუ 6 პირობა წააყენა. იმის გათვალისწინებით, რომ მის მიმართ მაღალი საჯარო ინტერესია, იუსტიციის სამინისტრომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და მას მაღალკვალიფიციურ კლინიკაში გადაყვანა შესთავაზა. მისი გადასწყვეტია, შეთავაზებას მიიღებს თუ არა. როგორც ყველა პატიმარს, ასევე მიხეილ სააკაშვილს ყველა სამედიცინო სერვისი მიეწოდება, შიმშილობა და არშიმშილობა მისი პირადი გადასაწყვეტია. რაც შეეხება თავდებობას, ეს ყველაფერი ცირკად აქციეს, შოუს ელემენტები შეიტანეს” – აცხადებს ირაკლი ზარქუა მიხეილ სააკაშვილზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share