“ყველა ანტივაქსერი მძულს” – ეკა კვესიტაძე

კოვიდინფიცირებული 19 წლის გოგო მშობიარობის შემდეგ გარდაცვალების ფაქტს, ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე შემდეგნაირად ეხმაურება:

“ყველა ანტივაქსერი მძულს, ვინც არ უნდა იყო! არაადამიანები!” – წერს კვესიტაძე.

ცნობისთვის, თბილისში, ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, კოვიდინფიცირებული 19 წლის გოგო მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გარდა ამისა, საქართველოში კორონავირუსის 4 031 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აღნიშნული ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 585 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 73 პაციენტი.

გუშინ, 26 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 4 128 შემთხვევა გამოვლინდა, 5 611 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 79 კი გარდაიცვალა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share