დღეს გახდება ცნობილი მიხეილ სააკაშვილის პირველადი კვლევის შედეგები. საავადმყოფში შესული ადვოკატები მესამე პრეზიდენტის სამედიცინო შემოწმების შედეგებს გაეცნობიან. “ვივა მედის” ხელმძღვანელობა და ექიმები ზუსტად 24 საათია, რაც დუმილს ინარჩუნებენ და ჟურნალისტებთან სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ. კლინიკის ხელმძღვანელი ზურაბ ჩხაიძე ზარებს არ პასუხობს.