პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი, დამოუკიდებელი დეპუტატი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ ივანიშვილი საკუთარი ქონების გადაფორმებას ერთ ცნობილ ადამიანზე ცდილობდა.
„რამდენიმე დღის წინ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა მცდელობა თავისი ქონების ერთ-ერთ მსხვილ, საკმაოდ ცნობილ ადამიანზე გადანაწილება მომხდარიყო. რაზეც, თქვენ წარმოიდგინეთ, მიიღო უარი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. მას სურდა, როგორც ამ პერიოდში ეს რუსეთში ხდება, თავისი კაპიტალის გადამალვა-გადაფარვა. ეს ნამდვილად ასეა. ახლა რაზეც მე ვსაუბრობ, ეს მან შესანიშნავად იცის. ამაზე მან მიიღო უარი. უარი არ იყო მხოლოდ ერთი ადამიანისგან, ეს იყო რამდენიმე ადამიანის გადაწყვეტილება, იმის გამო, რომ მათთვისაც ეს პროცესი შესაძლოა საშიში აღმოჩნდეს,“ – განაცხადა ცარკვიანმა „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში.