საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი დასრულდა. საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მაკრონი და პუტინი ნორმანდიული ფორმატის აღდგენასა და სამმხრივი საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრებზე შეთანხმდნენ. ელისეს სასახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრების მიზანი ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულების აღება იქნება.
შეხვედრაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია საკითხის დიპლომატიური გზებით მოგვარება.
ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მომდევნო დღეებში საფრანგეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა გაიმართება.