პუტინი შესაძლოა მალე სანატორიუმში გაგზავნონ – ამის შესახებ Mi-6-ის (დიდი ბრიტანეთის საიდუმლო სადაზვერვო სამსახური) ყოფილი ხელმძღვანელი, რიჩარდ დირლავი საუბრობს.
გერმანული გამოცემა Frankfurter Rundschau-თან დირლავი ამბობს, რომ პუტინი მალე თავისი ნების საწინააღმდეგოდ, სანატორიუმში “წავა”, ხოლო მის ადგილს Mi-6-ის ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, უშიშროების საბჭოს მდივანი, ნიკოლაი პატრუშევი დაიკავებს. რუსი გენერალი პატრუშევი რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობას 2008 წლიდან იკავებს.
“არა მგონია, რომ ის ცოცხალი იყოს 2023 წელს”, – თქვა Mi-6-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა.
ცნობისთვის, დირლავი, ხელმძღვანელობდა ბრიტანულ დაზვერვას 1999 წლიდან 2004 წლამდე.