აშშ-ის ტეხასის შტატის დაწყებით სკოლაში მომხდარი სროლის შემდეგ დაღუპულთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა, – CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტში განაცხადეს.
მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილია 19 ბავშვი და 2 ზრდასრული ადამიანი.
გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა თავდასხმაში ეჭვმიტანილი 18 წლის პირიც.