ამერიკელმა მილიარდერმა ჯორჯ სოროსმა თქვა, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში, შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი იყოს.
როგორც მან აღნიშნა, თავისუფალი ცივილიზაციის შესანარჩუნებლად საუკეთესო გზა დასავლეთის მიერ პრეზიდენტ პუტინის ძალების დამარცხებაა.
“ჩვენი ცივილიზაციის შენარჩუნების საუკეთესო და ალბათ ერთადერთი გზა პუტინის რაც შეიძლება მალე დამარცხებაა”, – აღნიშნა მან.
ამ თემაზე სოროსმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ ვახშამზე ისაუბრა და მოუწოდა მსოფლიოს, გამოიყენოს ყველა რესურსი ომის ადრეული დასასრულის მისაღწევად.
სოროსმა ასევე აღნიშნა, რომ შედეგს ვერ იწინასწარმეტყველებს, თუმცა “უკრაინას ბრძოლის შანსი აქვს”.