”ამოვიჩემებ რაღაცა ამბავს, საქმედ გავიხდი, ვითომ დაუჯერებელს, ვუტრიალებ, ვუტრიალებ ზუსტად ვიცი გამომივა, გაფიქრებაც არ მინდა რომ ხელი შემეშლება ან ვერ შევძლებ. ვუყვები ყველას, შინაურს, გარეულს, ვუზიარებ ვუხსნი, წვრილმანებსაც აუღწერ რომ კარგად წარმოიდგინოს. თუ ვხედავ არ სჯერა ან ეჭვი ეპარება რომ ნამდვილად გავაკეთებ იმისთანას გავერიდები, გავებუტები და მწყინს, არ დაიჯერა.
იმფერიც ყოფილა ჩემთვის დაუსწრია, წინ ჩამხტომია და იგივე რაზეც გატაცებით ვუამბობდი თითონ უცდია გაკეთება, ხშირად უნიჭოდ, უხარისხოდ და აქეთ მიყვება უტუხად იგივეს რაც ჩემგან მოისმინა, გავწბილდები, ასეთ ადამიანსაც გავერიდები.
ვარ ჩემდა, ჩემს ფიქრებთან, იდეებთან, საქმესთან და გაწბილებებთან ერთად..
ასე მასწავლეს: “გირჩონოდეს ნდობით იყო და ხანდისხან გაწბილდე, ვინემ იცხოვრო ვარაუდით, აწონო ვის რა უთხრა, ვის ენდო და არ ენდო.. მოგატყვია? დარდი მისი შენ რაი?!”
სიხარულით სავსე დღეები მოგცეთ!!!!
დარდი მისი ვინც გიღალატებს, თქვენ რაი?!”
ზურა შევარდნაძის ფეისბუქ-პოსტი
ფოტო #ზაქარიაჭელიძე