ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო გადაიდო

ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო 9 ივნისისთვის გადაიდო. პროცესი 15 საათზე გაიმართება. დღეს გამართულ სხდომას კი მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო ვერ დაესწრო.

ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილს საკუთარ პროცესზე დასწრება სურს, თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ჯერჯერობით სასამართლოში მისვლას ვერ ახერხებს.

შეგახსენებთ, გამოძიება გასული წლის 1-ელ ოქტომბერს დაიწყო. მიხეილ სააკაშვილს პროკურატურა სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადმოკვეთას ედავება.

აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს – ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. ისინი აღიარებენ პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალს და გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებული

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share