“თუ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა შესაბამისი იქნება…პროცესი შესაძლოა კლინიკაში ჩატარდეს”-თუთბერიძე

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის კლინიკა ვივა მედში ჩატარების შესაძლებლობა მისი ადვოკატი არ გამორიცხავს, თუმცა ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტს ამის საშუალება ჯანმრთელობის მდგომარეობამ უნდა მისცეს.

სასამართლო მტკიცებულების მოკვლევის ეტაპზეა, როცა ჩვენება მესამე პრეზიდენტმა უნდა მისცეს, ამიტომ ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ თუ სააკაშვილს ჯანმრთელობა შესაბამისი იქნება, პროცესი შესაძლოა კლინიკაში ჩატარდეს.

“მიხეილ სააკაშვილი თუ იქნება მზად იმისთვის რომ ჩატარდეს გასვლითი სასამართლო სხდომები, თუ მას შეეძლება ამგვარ სხდომებში მონაწილეობის მიღება და ამის სურვილი ექნება, ჩვენ რაიმე წინააღმდეგობა ამასთან დაკავშირებით არ გვაქვს. უბრალოდ, ამჟამინდელი მდგომარეობით, მიხეილ სააკაშვილისთვის ტრანსპორტირება კი არ არის მხოლოდ პრობლემა, პრობლემაა მის მიერ სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღება. სწორედ ამიტომ ვერ მოხერხდება ამ ეტაპზე მათ შორის ვერც გასვლითი სხდომის ჩატარება” ამბობს ადვოკატი, შოთა თუთბერიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share