გერმანიის პროკურატურამ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მომხრეთა წინააღმდეგ 140-ზე მეტი საქმე აღძრა. საქმეების დიდი ნაწილი რუსული ფაშისტური სიმბოლოს, Z-ის გამოყენებას ეხება.
ზემოხსენებული სიმბოლოს გამოყენება ფაშისტური შინაარსის გამო გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლს არღვევს. კანონდარღვევა ფულად ჯარიმას ან 3-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში მცირერიცხოვანმა ჯგუფებმა რამდენიმე პრორუსული აქცია გამართეს, რომლის მონაწილეებიც ქუჩებში რუსეთისა და საბჭოთა კავშირის დროშებით გამოვიდნენ.