“ბიძინა ივანიშვილი, ვისი ხუშტურების გამოც აწამეს მიხეილ სააკაშვილი…ამ ადამიანებს ვერ დაიცავს”- ადვოკატი წამებაში მონაწილეებზე

რა გავლენა ექნება მიხელ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში მონაწილე საჯარო მოხელეებსა და თანამდებობის პირებზე უკრაინის პროკურატურის გადაწყვეტილებას? ჯერჯერობით უცნობია, ითანამშრომლებს თუ არა საქართველოს პროკურატურა უკრაინის პროკურატურასთან, თუმცა როგორც მესამე პრეზიდენტის ადვოკატები ამბობენ, მონაწილე პირებს შესაძლოა უკრაინის გარდა, სხვა ქვეყნებშიც შეექმნათ პრობლემები:

“უკრაინას აქვს იურისდიქცია და მათ პრობლემა ექნებათ არამხოლოდ უკრაინაში, არამედ ნებისმიერ სხვა მესამე სახელმწიფოში, შესაბამისად, “ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი, ვისი ხუშტურების გამოც მათ აწამეს მიხეილ სააკაშვილი, ამ ადამიანებს ვერ დაიცავს ვერსად” – ამბობს დიტო საძაგლიშვილი.

ბექა ბასილაიას თქმით, მაღალი ალბათობაა, რომ საქართველოს პროკურატურა არ ითანამშრომლებს უკრაინულ მხარესთან, თუცა ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ დანაშაულებრივ ქმედებას ჰქონდა ადგილი, უკვე დადგენილია და მასში მონაწილე პირთა იდენტიფიცირებაც ადვილია.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პროკურატურამ დაზარალებულად 10 თებერვალს სცნო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share