ქართული ოცნების დეპუტატი, ელისო ბოლქვაძე ფიქრობს, რომ საერთაშორისო პრესა საქართველოს იმიჯს “დიდ დარტყმებს აყენებს”.
პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში მისულ საგარეო საქმეთა მინისტრს იგი სთავაზობს, რომ ამის მოსაგვარებლად შეიქმნას რაიმე ბერკეტი, რათა “დეზინფორმაციას მივაწოდოთ ინფორმაცია”.
“თქვენ, ალბათ, კარგად იცით, რომ საზღვარგარეთ საერთაშორისო პრესა ძალიან დიდ დარტყმებს აყენებს საქართველოს იმიჯს და ეს განსაკთრებით ხდება საფრანგეთში, ისეთ პრესტიჟულ ჟურნალებში, როგორიცაა “ფიგარო”, “ლე მონდი”, “ექსპრესი” და რომელსაც მილიონობით ადამიანი კითხულობს ყოველდღიურად.
ძალიან მაინტერესებს, არის თუ არა რამე ბერკეტი, თუ არ არის, იქნებ შევქმნათ — რამენაირად მოგვარდეს ის საკითხი, რომ დეზინფორმაციას ჩვენ საქართველოდან მივაწოდოთ ის ინფორმაცია, რაც რეალობასთან ახლოსაა.
მე, როგორც ელისო ბოლქვაძე და როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ვფიქრობ, რომ შეიძლება ამის მოგვარება მომავალში და კულტურის კომიტეტი მზად ვართ, ჩავერთოთ ამ მუშაობაში, თუ თქვენი ნებაც იქნება”, – უთხრა დეპუტატმა დავით ზალკალიანს.