ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი საქართველოს მთავრობას მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა:
”ბოლოს და ბოლოს, უბრალოდ გადაიყვანეთ ის დაწყევლილ სამოქალაქო საავადმყოფოში. სააკაშვილმა თქვა, რომ სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში შიმშილობას შეწყვეტს. მოათავსეთ პერიმეტრის გარშემო ჯებირები, თუ წუხხართ შესაძლო არეულობაზე. უბრალოდ აიღეთ პასუხისმგებლობა და გააკეთეთ ეს, – წერს იან კელი.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე მისმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ისაუბრა. თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ადვოკატების ოთახის დატოვების შემდეგ, „მოწყვეტით დაეცა“ და გონება დაკარგა.