2024 წლამდე ძალიან დიდი პერიოდია და მაინცდამაინც დღეს და ხვალ გინდათ? – არა. როცა ჩავთვლით საჭიროდ, რომ ამაზე უნდა ვიმსჯელოთ, ბარიერს ავწევთ, დავწევთ თუ იგივეს დავტოვებთ, ამას თქვენც გაიგებთ და საზოგადოებაც, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა,ირაკლი ზარქუამ, საკონსტიტუციო ცვლილებებზე გადაწყვეტილების მიღებაზე საუბრისას განაცხადა.
“ჩვენ ვართ უმრავლესობაში. საკონსტიტუციო ცვლილებების რაღაც ნაწილი უკვე გაკეთებულია, მათ შორის მიშელის შეთანხმების საფუძველზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამ შეთანხმებიდან გამოვედით. მაინც მგონია, რომ მათ შორის სასამართლო რეფორმა, მათ შორის საარჩევნო კომისიაში მთელი რიგი რეკომენდაციები გავითვალისწინეთ, მათ შორის ვენეციის ის 10 დასკვნა, რომელი იყო, ჩვენ გავითვალისწინეთ. რაც შეეხება პროცენტის დაწევას – ამასთან დაკავშირებით ჩვენ გუნდში კონსულტაციები გვექნება. 2024 წლამდე ძალიან დიდი პერიოდია და მაინცდამაინც დღეს და ხვალ გინდათ? არა. როცა ჩავთვლით საჭიროდ, რომ ამაზე უნდა ვიმსჯელოთ, ბარიერს ავწევთ, დავწევთ თუ იგივეს დავტოვებთ, ამას თქვენც გაიგებთ და საზოგადოებაც,“ – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.