შემოვიდა თუ არა საქართველოში ”მაიმუნის ყვავილი”. ქვეყანაში საეჭვო შემთხვევას იკვლევენ. ინფორმაციას ადასტურებს ამირან გამყრელიძე.
დაავადებათა კონტროლის ცენტრი ახლა ანალიზს იკვლევს, რომ დაადგინოს არის თუ არა დაავადება “მაიმუნის ყვავილი”.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ შემთხვევის გარდა, დაკვირვება მიმდინარეობდა “მაიმუნის ყვავილის” კიდევ ერთ, სხვა სავარაუდო შემთხვევაზე, მაგრამ ინფექცია არ დადასტურდა.
“კურიერმა” გაარკვია, რომ პაციენტს, რომელსაც “მაიმუნის ყვავილის” მსგავსი სიმპტომები აქვს, უცხოეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
როგორც ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების გამგე მაია ზალდატანიშვილი აცხადებს, იმ ქვეყნების სიაში, სადაც “მაიმუნის ყვავილი” ფიქსირდება, შესაძლოა საქართველო მოხვდეს.
“შესაძლოა, რომ საქართველო აღმოჩნდეს იმ ქვეყნების სიაში, სადაც დაფიქსირდება “მაიმუნის ყვავილი”, რადგან საკმაოდ ბევრი ქართველი დადის ევროპაში და მოგზაურობს. ძირითადად წვეთოვნად ფიქსირდება, თუმცა ხანგრძლივი კავშირის დროს ვერ გამოვრიცხავთ, რომ ერთი ადამიანიდან მეორეს გადაედოს,”- აცხადებს ზალდატანიშვილი.