საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 19 წლის გოგოს მიმართ თავისუფლების აღკვეთის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. როგორც უწყებაში „ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 143-ე მუხლით მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, ბათუმში 19 წლის გოგო ოჯახის შექმნის მიზნით გაიტაცეს, სამართალდამცავებმა კი ზუგდიდში იპოვეს ავტომობილი, რომლითაც გატაცებული 19 წლის გოგო გადაჰყავდათ.