მაიმუნის ყვავილის გავრცელების რისკი რეალურია – ჯანმო

არაენდემურ ქვეყნებში მაიმუნის ყვავილის გავრცელების რისკი რეალურია,- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა. ინფორმაციას Lefigaro ავრცელებს. 

„არაენდემურ ქვეყნებში მაიმუნის ყვავილის გავრცელების რისკი რეალურია, მაგრამ ამ სცენარის თავიდან აცილება შესაძლებელია“, – აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

მან სახელმწიფოებს მოუწოდა, გაზარდონ ჯანდაცვის მონიტორინგის ზომები, რათა გააკონტროლონ ეს დაავადება და თავიდან აიცილონ მისი გავრცელება.

„ამჟამად, მაიმუნის ყვავილის 1000-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა ჯანმოს 29 წევრ სახელმწიფოში, სადაც დაავადება ენდემური არ არის“, – განაცხადა ტედროს ადჰანომ ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯანმო განსაკუთრებით შეშფოთებულია იმ რისკებით, რომელსაც ეს ვირუსი დაუცველ ჯგუფებს, მათ შორის ბავშვებსა და ორსულებს უქმნის.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share