გამოვლინდა პრო-სახელისუფლებო ფეისბუქ გვერდები, რომლებიც ევროპარლამენტარების დისკრედიტაციას ეწევიან – მითების დეტექტორი

“გამოვლინდა პრო-სახელისუფლებო ფეისბუქ გვერდები, რომლებიც ევროპარლამენტარების დისკრედიტაციას ეწევიან ” – ინფორმაციას ამის შესახებ “მითების დეტექტორი” ავრცელებს. გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ “მიტების დეტექტორმა”  ასამდე ფეისბუქ გვერდის ანგარიში შეისწავლა, რომლებიც ღიად ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევიან. მედიამკვლევარები ამბობენ, რომ სახელისფლებო მედიები და ექსპერტები დასავლეთს ევროინტეგრაციის სანაცვლოდ ომში ჩართვაში ადანაშაულებენ და ეს ყველაფერი მას შემდეგ განსაკუთრებით გააქტიურდა, რაც ევროპარლამენტმა ა საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ ერთობლივი რეზოლუცია მიიღო.

”8 ივნისს ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ ერთობლივი რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ბოლო წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გაუარესების გამო შეშფოთება გამოხატა. რეზოლუცია ჟურნალისტების მიმართ დაშინების, მუქარისა და ძალადობის და დევნის შემთხვევებს გმობს და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ძალადობის ნებისმიერი გამოვლინება გამოიძიოს და ძალადობრივი თავდასხმების წაქეზებისა და განხორციელებისთვის პასუხისმგებელი პირები დასაჯოს. გარდა ამისა, რეზოლუციაში შევიდა შესწორება, რომლითაც პარლამენტი ევროპულ საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს მოუწოდებს, ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება განიხილონ.

რამდენიმე დღით ადრე, 6 ივნისს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტმა, ანდრიუს კუბილიუსმა და „ევროპის სახალხო პარტიის“ ვიცე-თავმჯდომარემ, რასა იუკნევიჩიენემ ქართველ ხალხს წერილით მიმართეს. წერილში აღნიშნული იყო, რომ იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შედეგი ნაკლებად ოპტიმისტური იქნება, ქართველი ხალხი და პოლიტიკური ძალები იმედგაცრუებული არ უნდა დარჩენ, რამდენადაც, მრავალი გაფრთხილების მიუხედავად,  მთავრობამ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის წინა პლანზე ყოფნისთვის სათანადო სამუშაოები არ გასწია.

პარალელურად, სოციალურ ქსელში დასავლელი პარტნიორების საწინააღმდეგოდ მიმართული კამპანია გამოიკვეთა, რომელშიც აქტიურად ჩაერთნენ როგორც “ქართული ოცნების” წევრები, ასევე სახელისუფლებო ექსპრტები. გამოვლინდა:

ოპოზიციის მადისკრედიტირებელი და პრო-სახელისუფლებო 12 ფეისბუკ გვერდი, რომელიც ევროპარლამენტარების როლის დაკნინებას და მათ “ნაციონალურ მოძრაობასთან” კავშირზე ხაზგასმას ცდილობდა.

12 ფეისბუკ გვერდიდან ხუთს (საინფორმაციო ბლოგი, GeoPress, პოლიტიკური სატირა/Political Satire, newsagency.ge, ქართული ოცნება ჩემი არჩევანია) პოსტები დასპონსორებული ჰქონდა.

“მითების დეტექტორის” მონიტორინგის პროცესში შემდეგი გზავნილები გამოიკვეთა:

რეზოლუციაში ვიწრო  პარტიული ინტერესებია გათვალისწინებული, ევროპარლამენტარები “ნაციონალურ მოძრაობას” ლობირებენ;

რეზოლუცია პროფესიონალურად არაა შედგენილი და შეურაცხმყოფელია ქართველი ხალხისთვის;
ევროპარლამენტარების რეზოლუცია არის შეტევა საქართველოზე და ქვეყნას რეპუტაციულ ზიანს აყენებს.

აქტორები:

“ქართული ოცნების” წევრები: ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, მამუკა მდინარაძე, ნინო წილოსანი, ნიკოლოზ სამხარაძე, დიმიტრი ხუნდაძე;
პრო-სახელისუფლებო მედიები: ტელეკომპანია იმედი, POSTV ანალიტიკა;
სახელისუფლებო ექსპერტები: დავით ქართველიშვილი, ანდრია გვიდიანი, ზაალ ანჯაფარიძე, გია აბაშიძე, გიგლა ბარამიძე, თამთა მეგრელიშვილი;
ოპოზიციის მადისკრედიტებელი და პროსახელისუფლებო ფეისბუქ გვერდები: სიმართლის დროა, მიხეილ უკრაინოლოგი, პოლიტიკური სატირა/ Political Satire, ტერენტი გლდანელი, რეალობა; 2012-იანელები,  არ აგარევინებთ,  That’s Batumi/ეს ბათუმია/Это Батуми, ქართული ოცნება ჩემი არჩევანია;
ფეისბუკ გვერდები, რომლებიც საინფორმაციო სააგენტოებად პოზიციონირებენ:  GeoPress, სიახლეების ბლოგი • Blog News, Newsagency.ge

newsreport.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share