ზურაბ ჭიაბერაშვილი Facebook-ზე და სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ ბრიფინგს ეხმაურება.
“გულუბრყვილოთათვის.
1. გადაწყვეტილებისათვის, რომელიც 24 ივნისს გვეცოდინება, არსებითად არაფერს ცვლის, როდის და რამდენი აქცია ჩატარდება დარჩენილ 10 დღეში. ევროპამ ისედაც იცის რეალობა და ევროპარლამენტის რეზოლუციაში ეს უკვე გვითხრეს.
2. ივანიშვილს აშინებს ის, რა რეაქცია გექნებათ 24 ივნისის მერე. ამისათვის მას სჭირდება რაც შეიძლება მეტი დაქსაქსულობა და გაურკვევლობა ჩვენს რიგებში. სალომე ზურაბიშვილის მიერ 16-ში კიდევ ერთი აქციის დაანონსება ამის მცდელობაა.
3. 24 ივნისის მერე სალომე ზურაბიშვილს კიდევ ექნება ბრიფინგი, რომელზეც გეტყვით, რომ ახლა ნებისმიერი პროტესტი მხოლოდ რუსეთს აძლევს ხელს. იგი ცეცხლმაქრია, რომელსაც სახეში გასხამთ ივანიშვილი”. – წერს ჭიაბერაშ ვილი