რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. პარლამენტის წინ, აქცია “შინ ევროპისკენ” რამდენიმე წუთში დაიწყება. ადგილზე მსვლელობით უკვე მიემართებიან სტუდენტებიც. აქციის მონაწილეები, ამ გზით, კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ თავიანთ ურყევ პოზიციას და ევროპულ არჩევანს.
ცნობილია, რომ დღეს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ ევროპარლამენტარები. გამომსვლელთა შორის იქნებიან:
- რასა იუკნევიჩიენე;
- მარკეტა გრეგოროვა;
- ჟიგიმანტას პავილიონისი;
- ანდრიუს კუბილიუსი;
- ანა ფოტიგა.
ამავე მიზნით აქციები საქართველოს სხვა დიდ ქალაქებშიც მიმდინარეობს. აქცია დაიწყო ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდშიც.
ფოტო: “სირცხვილია”