უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 28 ივნისამდე პერიოდს.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
ჯარისკაცი – დაახლოებით 35 250;
ტანკი – 1 567;
ჯავშანტექნიკა – 3 704;
საარტილერიო სისტემა – 778;
სარაკეტო სისტემა – 243;
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 102;
თვითმფრინავები – 217;
ვერტმფრენი – 185;
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 636;
საკრუიზო რაკეტები – 139;
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 589;
გემი/ნავი/კატარღა – 14;
სპეციალური აღჭურვილობა – 61.