გოგაშვილის ადვოკატი: “სახის არეში და კიდურებზე დაზიანებები აქვს”

„დაზიანებები, რა თქმა უნდა, რეალურად აღენიშნება. სახის არეში საგრძნობლად შეიმჩნევა, რომ ლოყა აქვს შეშუპებული. ასევე, კიდურებზე აქვს დაზიანებები და ფეხებზე აღენიშნება დაზიანებები, სისხლნაჟღენთების სახით. ფიზიკურად მოხდა დაზიანების ორჯერ მიყენება. ერთხელ სახის არეში, ხოლო მეორედ წელის არეში, ფეხის დარტყმით მოხდა მასზე დაზიანების მიყენება იმ მომენტში, როდესაც, როგორც გოგაშვილი აცხადებს, ცდილობდნენ მასზე უკან შებოჭილ ხელებზე მოეხდინათ დაფიქსირება იმ ცეცხლსასროლი იარაღებისა, რომლის ამოღებაც შემდეგ განხორციელდა მისი ბინის ჩხრეკისას. გუშინ ვერ მოხერხდა მისი ექსპერტიზაზე გადაყვანა იმის გამო, რომ ჩვენ ვიყავით მასთან. ამიტომ ვფიქრობ, რომ შეიძლება გვიან ღამით მოხდა მისი გადაყვანა ან დღეს არ არის გამორიცხული, რომ მოხდეს სამედიცინო შემოწმებაზე მისი გადაყვანა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, ან ექსპერტები მოვიდნენ მასთან შემოწმების მიზნით“, – განაცხადა ადვოკატმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share