ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, თაკო ჩარკვიანი ექსპრემიერს, “ქართული ოცნების” დამფუძნებელს სოციალრ ქსელში მიმართავს და ბიძინა ივანიშვილს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
მივმართავ! გაუშვით მესამე პრეზიდენტი გადაიყვანეთ სამკურნალოდ უცხოეთში, არ აჰყვეთ “მონა-მოსამსახურეთა ” ” რჩევა-ღლიცინს” , რადგან ყველაზე საშიშნი ეგენი არიან , რადგან პოლიტიკური ” ხარამხანის ვარდები” სხვადასხვა ბაღჩა -ბაღებში ყვავილობას მიჩვეულნი არიან. ნუ შეხვალთ ისტორიაში სირცხვილით, ვერ მოიცილებთ ლაქას , ვერც თქვენ და ვერ ჩვენი ქვეყანა, იმ ლაქას -რასაც მესამე პრეზიდენტის განადგურება და სიკვდილი ჰქვია! თავს ნუ სჭრით ქვეყანას , არ გეპატიებათ , თაობები მოგთხოვენ პასუხს, პოლიტიკური “ხარამხანის ვარდები” კი სხვადასხვა ბაღჩა ბაღებში აყვავების “მცდელობას” კვლავ გააგრძელებენ, ისტორიას კი თქვენ შემორჩებით შავ ლაქად და ვერ ჩამოირეცხავთ, არ ჩამოგარეცხინებთ მომავალი თაობა !!!ჯერ კიდევ დრო გაქვთ , ჯერ კიდევ დრო გაქვთ, დაფიქრდით! იფიქრეთ! -თამარ ჩარკვიანი”, – წერს ჩარკვიანი.