შინდისის ლეგენდარული ბრძოლიდან 14 წელი გავიდა. შინდისის ბრძოლა აგვისტოს ომის გამორჩეული და მძიმე ეპიზოდია.
შინდისის გმირებს ლექსს უძღვნის პოეტი ტარიელ ხარხელაური. პოეტი ამონარიდს სოციალურ ქსელში აქვეყნებს:
„თუკი სამყაროს დიდმა გამჩენმა
სამშობლოს დახსნა კიდევ გვაღირსოს,
როგორც პირველი ცეცხლის გაჩენა
თქვენი სახელი ვიმარადისოთ.
ვწერ,
ჩემი ქვეყნის ტკივილი მაწევს
გულზე და
შემკრთალ სუნთქვას მიმძიმებს,
ქედს ვუხრი კრძალვით
შინდისელ ბიჭებს –
სამშობლოს ნაცვლად რომ დაიძინეს…