ბიძინა ივანივშილის ქონების გადარჩენის ახალი კამპანია. მინისტრთა კაბინეტის წევრები და დედაქალაქის მერი დღეს ერთმანეთის მიყოლებით თავს ესხმოდნენ შვეიცარიულ ბანკს, რომელიც ოლიგარქის ასობით მილიონის დაბრუნებაზე უარს ამბობს.
“ოცნების” ლიდერები მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სანდო საბანკო სისტემას უკანონო საქმიანნობაში ადანაშაულებენ. კახა კალაძე დღეს კიდევ უფრო შორს წავიდა და განაცხადა, რომ “კრედიტ სუისი” ბიძინა ივანიშვილს არეკეტებს.
“ქართული ოცნების” მორიგი თავდასხმის მიღმა პოლიტიკური ოპონენტები მხოლოდ ერთ მიზეზს ხედავენ. ფაქტობრივად დასანქირებულ ოლიგარქის თავიდან აარიდონ სამართლებრივი სანქციები.
მთავარი არხი