”წინა კვირას ჩოხატაურის ბაზარზე ფუთი (16კგ) სიმინდი 50 ლარი ღირდა. ნათესავის ქალი შემხვდა ცისანა:
“ვაჭრებმა ორმოც ლარად მიწაზე არ დამადობიეს, გამომღლიტეს ხელიდან. ბეური არც მე მაქ მარა სამი ოთხი ფუთი ჩამომაქ ხან კვირაობით, დიდი ოჯახია და ათასი რამე მჭირია სიმინდის გარდა.” მიამბო ნაგომრიელმა ცისანამ.
ნეტა რამდენი უნდა გახდეს სიმინდის ფასი რომ დაუხნავი მიწა აღარ დარჩეს საქართველოში?
წელს ჯერ არნახული გვალვაა გურიაშიც კი..” – წერს ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში,
ფოტო #ზაქარიაჭელიძე