“ევროკომისიის პრეზიდენტთან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მერვე პაკეტის მიღებაც განვიხილეთ. ჩვენი პოზიციები დაემთხვა. ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ომის გამო სხვა ქვეყანაში არიან, სამშობლოში დაბრუნდებიან. თუმცა ჩვენ ვალდებულები ვართ, მათ უსაფრთხოების გარანტია მივცეთ. ველოდებით, რომ პარტნიორები შეიარაღებას მოგვაწოდებენ, რათა ჩვენი გამარჯვება კიდევ უფრო დავაჩქაროთ. დღეს არსებული წარმატება ჩვენი არმიის დამსახურებაა. გაჩერებას არ ვაპირებთ და მიზანს აუცილებლად მივაღწევთ”.
– თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ურსულა ფონ დერ ლეიენთან შეხვედრის შემდეგ.