მილიონი ლარი ქალაქის ბიუჯეტიდან ბათუმის ნაძვის ხისთვის – ქალაქის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა, საახლწლო მზადება უკვე დაიწყო. ირკვევა, რომ ბათუმის მერია ნაძვის ხეს არა ტენდერით, არამედ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით ყიდულობს.
აჭარაში მოქმედი ოპოზიციური პარტიები არჩილ ჩიქოვანს კორუფციაში ადანაშაულებენ.
რამდენად მიზანშეწონილია, ამხელა ფული, მილიონი ლარი, გადავიხადოთ ბათუმის ნაძვის ხეში, როცა ინფრასტრუქტურა, წყალი, სხვა საკითხები ქალაქში მოუწესრიგებელია? ეს უამრავ კითხვის ნიშანს აჩენს.
კითხვის ნიშნები ჩნდება კიდევ ერთ პირთან მოლაპარაკებით შესყიდვაზე. – აცხადებს მირდატ ქამადაძე, ,,ენმ”-ს წევრი.
newposts.ge