უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 19 სექტემბერს.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
- ჯარისკაცი – დაახლოებით 54 810;
- ტანკი – 2 216;
- ჯავშანტექნიკა – 4 724;
- საარტილერიო სისტემა – 1 323;
- სარაკეტო სისტემა – 318;
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 168;
- თვითმფრინავები – 252;
- ვერტმფრენი – 217;
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 925;
- საკრუიზო რაკეტები – 239;
- საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 3 587;
- გემი/ნავი/კატარღა – 15;
- სპეციალური აღჭურვილობა – 125.
კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ აახლებს. 25 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 1 351 ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში შეჭრის პირველ თვეს, თუმცა შემდეგ არანაირი განახლება არ გაუკეთებია.