ვარკეთილში პიტბულმა სამი ადამიანი დაგლიჯა – ინფორმაციას სოციალურ ქსელში “ძაღლების კლინიკა/Dog Club” ავრცელებს.
“სითბოში და სიყვარულში გაზრდილმა პიტმა დღეს ვარკეთილში 179-ე სკოლასთან დაგლიჯა 3 ადამიანი, მათ შორის პატრონიც. იყო კივილი და ერთი ამბავი. მე მოვითხოვ თქვენი პიტები ატაროთ ალიკაპით!!!. ძაღლი კიდევ ერთხელ ვიმეორებ ძალიან კარგად ყავდა პატრონს გაზრდილი!!! ასე რომ გაუკეთეთ თქვენს ძაღლებს ალიკაპი!!” – აღნიშნულია განცხადებაში.
ძაღლი ჯერ საკუთარ პატრონს დაესხა თავს, მერე მეზობლებს და ბოლოს შემთხვევის ადგილას მყოფი ბავშვებისკენაც იწევდა.
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით დაშავებულები სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით კი პოლიციამ ძაღლის ლიკვიდაცია მოახდინა.