რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსიდან 18 წლის გოგო გადმოვარდა. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს და წერს, რომ დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ჯერ კლინიკა “რუსთავში”, შემდეგ “ინგოროყვას” ჰოსპიტალში გადაიყვანა.
საინფორმაციო სააგენტოს კლინიკაში უთხრეს, რომ გოგოს ჯანმრთელობის მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესებულია.