პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს:
შანსი გვაქვს ნახტომისებურად წინ წავიწიოთ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ამ შანსს ვანიავებთ
შანსი გვაქვს მნიშვნელოვნად წინ წავიწიოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაზე და ამ შანსსაც ვანიავებთ
შანსი გვაქვს შევქმნათ პერსპექტივა, იმედი, რომ ეს ქვეყანა აღარ დაიცალოს, მაგრამ უძრაობაში ვრჩებით. დღეს ეს შანსი უკრაინელებმა შექმნეს, მაგრამ ამ ყველაფრისთვის ჩვენ უდიდესი ფასი გვაქვს გადახდილი. ჩვენ პირველებმა ვიომეთ ამ ურდოს წინააღმდეგ, პირველებმა ვამხილეთ პუტინის ფაშისტური მიზნები, თუმცა მაშინ დასავლეთმა არ დაგვიჯერა და იმის მეასედი მხარდაჭერა არ მიგვიღია რასაც დღეს უკრაინა იღებს.
მაგრამ დღეს გვაქვს ეს შანსი და ამ შანსის ხელიდან გაშვება არ იქნება მხოლოდ დღევანდელი დე ფაქტო ხელისუფლების პასუხისმგებლობა.
ჩვენი ყველას პასუხისმგებლობა იქნება
გუშინ პუტინმა მოახდინა უკრაინის სუვერენული ტერიტორიის ანექსია
ამ მომენტამდე დე ფაქტო პრემიერს არ გაუკეთებია ამ ფაქტის პოლიტიკური შეფასება
არ უთქვამს რომ საქართველოც რუსეული აგრესიის მსხვერპლია, რომ ჩვენი ტერიტორიებიც ოკუპირებულია
ეს არ არის უბრალოდ „რუსეთი არ გავაღიზიანოთ“ ამბავი, ეს ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესების ფეხზებზე დაკიდებაა
სამაგიეროდ ივანიშვილის სამადლობელო დიდი პოსტი გამოუცხვია ღამე, 10 წლის წინ მაგან გვიშველა და დღემდე მაგით გვიდგას სულიო
მარტო აქედანაც კი ნათლად ჩანს როგორ აქვთ დალაგებული პრიორიტეტები ბიძინას მოურავებს
პირველ ოქტომბერს 20.00 საათზე, დედა ენის ბაღში მესამედ ვიკრიბებით ის ხალხი, ვისაც გააზრებული გვაქვს რა შესაძლებლობებს ვუშვებთ ხელიდან, ვისაც არ გვჯერა რომ ოლიგაქრია თავისით დაასრულებს საკუთარ უზურპატორულ მმართველობას, ვისაც გვეჩქარება, ვინც არ ვაპირებთ აქედან გაქცევას და ვისაც გვესმის რომ მრავალრიცხოვანი ქუჩის პროტესტის გარეშე ამათთვის ძალაუფლების წართმევა ურთულესი ამოცანაა
მოდი შენც და მოიყვანე ყველა ვისზეც ხმა მიგიწვდება
მე გთავაზობთ რიგგარეშე არჩევნების მიღწევის გზას
თუ ეს გზა არ მოგწონთ, მოდით და თქვით თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ გამოსავალი
თუ მე არ მოგწონვართ, თქვით ვინ მოგწონთ და ერთად ვცადოთ ამ პროცესის ნაწილი გავხადოთ
არაფერი დაუმარცხებელი ამათ არ სჭირთ, ჩვენ მეტნი ვართ, მთავარია დავიჯეროთ და მოვინდომოთ. მხოლოდ სახლში ჯდომა, ტელევიზორის ყურება და ფბ-ზე წერა გამოსავალი არაა. უპასუხისმგებლობაა“, – წერს პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი.