მუქარის შემცველი პოსტი სოციალურ ქსელში – წულუკიანმა ჩვენება მისცა

კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა 10 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში Facebook-ზე მის შესახებ დაწერილ პოსტთან დაკავშირებულ საქმეზე ჩვენება მოწმის სტატუსით მისცა – ინფორმაციას ტელეკომპანია “იმედი” ავრცელებს.

წულუკიანი დაზარალებულად არის ცნობილი.

“ეს ჩემი საქმე მოწმობს იმას, რომ ყოველთვის აქვს აზრი სამართლებრივი პროცედურების დაწყებას. ქალებმა, განსაკუთრებით დედებმა, ვისაც მკვლელობით ემუქრებიან, უნდა გადადგან შესაბამისი ნაბიჯები იმისთვის, რომ ყოველდღიური სამსახურებრივი საქმიანობის შესრულებისას თავი დაცულად იგრძნონ. თორემ, ჩვენ არც ლანძღვა გვიკვირს, არც დაკნინება, ვერბალური თავდასხმები. ამას შევეგუეთ. ეს დემოკრატიის ნაწილად ითვლება, მაგრამ სიცოცხლის მოსპობის მუქარას არავინ უნდა შევეგუოთ.

პროცესი სისხლის სამართლებრივი პროცედურების დაცვით წარიმართა და შესაძლებლობა მქონდა საქმის გარემოებებთან დაკავშირებით ჩვენება მიმეცა”. – თქვა წულუკიანმა.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის 151-ე მუხლით, რაც მუქარას გულისხმობს.

ცნობისთვის, აღძრული საქმე ეხება 8 თვის წინანდელ შემთხვევას, როდესაც მოქალაქე ქეთა გაბიანმა 12 თებერვალს თეა წულუკიანთან დაკავშირებით პოსტი დაწერა. წულუკიანი ამ პოსტს 14 თებერვალს გამოეხმაურა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share