ღარიბაშვილის გუნდს კრემლში ეპატიჟებიან. პუტინის მრჩეველმა მოწვევა თბილისში “ალტ-ინფოს” რადიკალებს გამოატანაა.
“კონსერვატიული მოძრაობის” მტკიცებით, გლაზევი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველია, საქართველოს ხელისუფლებას სასაუბროდ მოსკოვში ელოდება.
პარალელურად, პრორუსული რადიკალების პარტია მობილიზაციას აცხადებს. მოსკოვიდან დაბრუნებულმა “ქართული ოცნების” თანამოაზრეებმა 8 ათასი ადამიანი უნდა შეარრჩინონ, ვისაც რუსეთში გადასამ-ზადებლად გაუშვებენ.
ასეთი სტრუქტურაა „როსსოტრუნიჩესტვო“, რომლის წარმომადგენელთანაც გვქონდა საუბარი იმაზე, როგორ შეიძლება საქართველოდან როგორც სტუდენტების, ისე სპორტსმენების გაცვლითი პროგრამები… მინისტრი გლაზევის და წუმის წარმომადგენლების ესწრებოდნენ ამ შეხვედრას და მათი პოზიცია არის ცალსახად დადებითი. ისინიც თვლიან, რომ პირველი ნაბიჯები ზუსტად უნდა გადაიდგას კულტურულ-საგანმანათლებლო და ეკონომიკურ სფეროებში. მათი სახელმწიფო ბიუჯეტი ამას აფინანსებს და თუ ჩვენ ამას გავაფართოვებთ, მეტი რესურსი იქნება ამაზე დახარჯული. ამ შეხვედრებზეც და მანამდეც ფართო ეკონომიკურ კონფერენციაზეც ყველა აფისქსირებდა, რომ საქართველოსთან დიალოგის სურვილი არსებობს. ისინი ამბობენ, რომ დიალოგი შესაძლებელია, – ამბობს ზურა მახარაძე. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების პირველივე დღიდან “ალტ ინფოს’ წარმომადგენლები მოსკოვში რამდენჯერმე იმყოფებოდნენ, სადაც მაღალი რანგის შეხვედრები გამართეს. ახლა აქტიურად მიდის საუბარი იმაზე, უნდა გაერთიანდეს თუ არა საქართველო ევრაზიის კავშირში.