კახა კალაძემ ევროკავშირის რეზოლუციის პასუხად ივანიშვილის დამსახურებები ჩამოთვალა ქვეყნის წინაშე და განაცხადა, რომ სანქციების დაწესებით ივანიშვილს “ვერ შეაშინებენ” და ვერც პოლიტიკაში შემოაბრუნებენ.
“სამარცხვინოა ტექსტის თითოეული სიტყვა, რომ გვეუბნებიან, რომ ადამიანი, რომელიც უამრავ საქველმოქმედო საქმეს აკეთებს, უამრავ კეთილ საქმეს აკეთებს და მომავალშიც რა თქმა უნდა გააკეთებს – ეკლესიების რეაბილიტაცია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია, ნატოს სტანდარტის ბაზების მშენებლობა, უამრავი ადამიანის დახმარება, ხელშეწყობა, თუნდაც ცენტრალური პარკის მშენებლობა, არ ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო, უნივერსიტეტის მშენებლობა, ის დამოკიდებულება რაც რეზოლუციაში იყო, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილი ცუდი კაცია, კატეგორიულად მიუღებელია. თუ ვინმე ფიქრობს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციების დაწესებით შეაშინებს და პოლიტიკაში დააბრუნებენ და ქვეყნისა და ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყობენ, იმისთვის, რომ ქვეყანა ომში ჩართოს, მერწმუნეთ, რომ ტყუილად ცდილობენ ამას და არავის არაფერი არ გამოუვა. ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე დიდი საქმე რაც ქვეყანას გაუკეთა, ეს იყო მისი პოლიტიკაში შემოსვლა და იმ ბოროტების მოცილება ქვეყნისთვის, ქვეყნის მტრების მოცილება, რომელიც ნაციონალური მოძრაობის სახით იყო წარმოდგენილი” ამბობს მერი კალაძე.