„თქვე ჩლუნგებო“ – ნინო ჯანგირაშვილი „ოცნებას“

ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი „ფეისბუქზე“ წერს:

“ა, კიდო! დამწკრივდა მთელი „ოცნება“ და პირველ პირში ლაპარაკობენ ივანიშვილის ქონებაზე და პრობლემებზე. გავიგეთ, რომ ძალიან გიყვართ, გავიგეთ, რომ ზოგს ვალდებულება გაქვთ, ზოგს დაჭერის გეშინიათ, ზოგზე კომპრომატი აქვს, ზოგი ხვდებით, რომ ივანიშვილს თუ დედა ეტირა, თქვენი ადგილი პარლამენტში კიარა, არცერთ მეტნაკლებად ნორმალურ დაწესებულებაში არ მოიძებნება, ოღონდ აი ამ გამწკრივებით და ბოდვით მხოლოდ იმას უმტკიცებთ მთელ მსოფლიოს, რომ მთელი პარლამენტი და მთავრობა ჯიბეში უზის. ხოდა, ამისთვის ასანქცირებენ ზუსტად, თქვე ჩლუნგებო. წაიკითხეთ ის რეზოლუცია, მარტო მესიჯბოქსში ჩაყრილ მესიჯებს ნუ იმეორებთ. თუ ასე გიყვართ, მოეშვით იმ კაცის წინააღმდეგ უტყუარი მტკიცებულებების დაგროვებას. ეგეც მე უნდა გასწავლოთ?”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share