„ვინმეს გახსოვთ სააკაშვილის დროს გამოსულიყო და საჯაროდ დაეგმო ადამიანების წამება, ტანჯვა, გაუპატიურება, მკვლელობები, ბიზნესის დატერორება“ – ღარიბაშვილი ლომჯარიას წინააღმდეგ

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თავს დაესხა სახალხო დამცველს და ვერ გაიხსენა ნინო ლომჯარიას განცხადებები “სააკაშვილის დროს” . პრემიერს ევროპარლამენტის კრიტიკულ რეზოლუციაზე საუბრისას, არც დავით კეზერაშვილი დავიწყებია:

„გამოდის სახალხო დამცველი, ქალბატონი ლომჯარია და საჯაროდ თქვა, რომ ამას მირჩევნიაო, ბომბებისგან მიღებული ცეცხლი და წვა მივიღოთო. უკაცრავად და, ვინ უნდა მიიღოს, ქალბატონი ლომჯარია საერთოდ ვის უნახავს სააკაშვილის დროს. ვინმეს გახსოვთ საერთოდ სახალხო დამცველი გამოსულიყო და მაშინ სხვა პოზიციაზე მუშაობდა, რაიმე საჯაროდ დაეგმო, ადამიანების წამება, ტანჯვა, გაუპატიურება, მკვლელობები, ბიზნესის დატერორება.მთავარი რეკეტირო ბიზნესის ამ სამარცხვინო რეზოლუციაში, კეზრაშვილის სახით ჩაწერეს. მე შევახსენებ EPP-ს და ევროპელებს, მისი ფირმა მას შემდეგ რაც იგი წავიდა თანამდებობიდან, 1 მლრდ დოლარის ბრუნვა ჰქონდა მის კომპანიას. საიდან მეგობრებო? ჯარის ძარცვიდან, ბიზნესის რეკეტისგან” ამბობს ღარიბაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share