დონალდ ტრამპი ჩვენების მისაცემად დაიბარეს – მიზეზი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპეციალურმა კომიტეტმა, რომელიც 2021 წლის 6 იანვარს კაპილოტიუმზე მომხდარ შტურმს იძიებს, ჩვენების მისაცემად ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაიბარა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

როგორც კომიტეტში აცხადებენ, ტრამპმა 4 ნოემბრამდე დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს, 14 ნოემბრიდან კი ფიზიკურად ან ვირტუალურად მიიღოს მონაწილეობა კომიტეტის სხდომაში.

ჯერჯერობით უცნობია, შეასრულებს თუ არა ტრამპი კომიტეტის მოთხოვნას. მას შეუძლია, დაბარება სასამართლოში გაასაჩივროს.

გასულ კვირაში სპეციალურმა კომიტეტმა, რომელშიც 7 „დემოკრატი“ და 2 „რესპუბლიკელი“ შედის, ერთხმად დაუჭირა მხარი ჩვენებების მისაცემად დონალდ ტრამპის დაბარებას.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სასამართლომ დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველს, სტივ ბენონს კონგრესისადმი უპატივცემულობისთვის ოთხი თვით პატიმრობა მიუსაჯა. სტივ ბენონს ბრალი მას შემდეგ წაუყენეს, რაც მან უარი თქვა კაპიტოლიუმზე შტურმის საქმეზე კონგრესის კომიტეტისთვის დოკუმენტები წარედგინა და ჩვენების მისაცემად გამოცხადებულიყო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share