Balenciaga კანიე ვესტთან თანამშრომლობას სრულად წყვეტს – მიზეზი

კანიე ვესტის ანტისემიტური და შეურაცხმყოფელი განცხადებების შემდეგ, რომლებიც ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში ვრცელდება, Balenciaga-მ რეპერთან პარტნიორობის დასრულება გადაწყვიტა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

„Balenciaga-ს აღარ აქვს არანაირი ურთიერთობა ამ ხელოვანთან და არც სამომავლოდ გეგმავს ერთობლივ პროექტებს”, – ვკითხულობთ Balenciaga-ს მფლობელი კომპანიის, Kering-ის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ვესტმა ერთ-ერთ პოდკასტერთან სტუმრობისას განაცხადა, რომ 46 წლის წლის ჯორჯ ფლოიდი არა პოლიციის ოფიცრის მხრიდან ძალის გადამეტებამ, არამედ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებამ იმსხვერპლა. ამავე ინტერვიუში ცნობილმა რეპერმა ანტისემიტური განცხადებებიც გააკეთა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი კომენტარების გაკეთებისთვის რეპერი რამდენიმე სოციალურ ქსელშიც დაბლოკეს.

Balenciaga-მ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ 2023 წლის გაზაფხულის ჩვენებიდან ვესტის დიზაინის ხაზი ამოიღეს და ვებგვერდიდანაც წაშალეს. გარდა ამისა, Balenciaga-მ ვებგვერდიდან წაშალა YEEZY GAP-სთვის შექმნილი განყოფილება, რომელიც ასევე კანიე ვესტს ეკუთვნოდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share