ეჭვის საფუძველი აღარ არსებობს, ადამიანები და დინოზავრები ერთად ცხოვრობდნენ!

ე. წ. აკამბაროს (Acámbaro, გუანახუატო შტატი, მექსიკა) ფიგურები, რომელიც ქალაქის მუზეუმის კოლექციას წარმოადგენს, აკადემიურ წრეებში დღემდე ფალსიფიკაციად ითვლება. ამის მიზეზი კი ის არის, რომ დინოზავრები, რომლებიც კოლექციის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, მხოლოდ ადამიანების გვერდით კი არ არიან, მათთან ურთიერთობაშიც შედიან.

 

image

მუზეუმის დირექტორი მიგელი გადამღებ ჯგუფს დილიდან ელოდა და ამ ფაქტთან დაკავშირებით, მუზეუმი ერთი დღით დაიკეტა კიდეც, რომ მეცნიერებისთვის ხელი არავის შეეშალა…

 

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

 

შუა სამუშაოს დროს, მუზეუმში, მოულოდნელად, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარომადგენელი გამოჩნდა. გაცნობის და გადამღები ჯგუფის ჩასვლის მიზეზის გაგების შემდეგ, ის წავიდა და ცოტა ხნში, საკუთარი, კერძო კოლექციით ხელდამშვენებული უკან დაბრუნდა. მის კოლექციაში, ქვისგან გამოთლილი ნაკეთობების გარდა, კერამიკული ნივთებიც იყო, რომელთა შორის, გადამღებუ ჯგუფის ყურადღება «უნაგირებიანმა» დინოზავრებმა მიიქცია.

 

imageimage

imageimage

დღის ბოლოს კი, მოხდა ის, რასაც მეცნიერები და გადამღები ჯგუფი ყველაზე მეტად ელოდა  დირექტორმა მუზეუმის საცავი გახსნა, რომელშიც 30 ათასზე მეტი ფიგურა ინახება.

 

imageimageimageimage

კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ ადამიანები და დინოზავრები, დროში და სივრცეში, ერთად ცხოვრობდნენ, ქუვეითში აღმოჩენილი კედლის უჩვეულო მხატვრობა არის. ნახატზე ასახულია ნადირობის სცენა, რომელზეც რთულია დინოზავრის, სხვა ცხოველის გამოსახულებაში არევა.imageimage

 

ქუვეითელი პალეონტოლოგი აბდულ ალ–შალაფი, ამ აღმოჩენით, შოკირებული იყო. თავიდან ეგონა, რომ ის ახალი დახატული იყო, მაგრამ რადიოკარბონის ანალიზიმა აჩვენა, რომ დინოზავრებიანი ნახატი, ბევრად უფრო ძველია, ვიდრე რეგიონში აღმოჩენილი, კლდის სხვა ნახატები.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ტერიტორიაზე, დინოზავრების უამრავი ძვალი იყო აღმოჩენილი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იქ დინოზავრები მართლაც ბინადრობდნენ.

ოფიციალური მეცნიერება თვლის, რომ დინოზავრები 65 მილიონი წლის წინ გადაშენდნენ და ისინი ადამიანებს ვერ შეხვდებოდნენ. მაგრამ, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, აღმოჩენილი არტიფაქტები იმაზე მეტყველებს, რომ ან დინოზავრები არ გადაშენებულან აღნიშნული დროის მონაკვეღში, ან ადამიანები ცხოვრობდნენ დინოზავრებთან ერთად, უფრო ადრე… და სავარაუდოდ, II ვერსია უფრო მართებულია, რადგან როგორც ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, დედამიწაზე მეტეორიტის ჩამოვარდნის მომენტისთვის, დინოზავრები, თითქმის, აღარც იყვნენ. ხოლო, ზეციური კატაკლიზმი, როგორც ამბობენ, «უკანასკნელი ლურსმანი იყო, კუბოს სახურავზე», ცხოველებისთვის, რომლებიც პლანეტაზე, თითქმის 180 მლნ. წლის მანძილზე ბატონობდნენ…
ასეთი მოულოდნელი ჰიპოთეზა გააჟღერეს ფრანგმა პალეონტოლოგებმა, Nature Communications–ში გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში. მათ 247 სახეობის დინოზავრის 1600 განამარხებული ნიმუში შეისწავლეს და დინოზავრები, რომლებიც, დაახლოებით, 66−100 მლნ წლის წინ ცხოვრობდნენ, 6 დიდ ჯგუფში გადაანაწილეს. ხოლო შემდეგ, გააანალიზეს, თუ როგორ იცვლებოდნენ ამ ოჯახებში, განსხვავებული სახეობის ცხოველები.

კვლევის შედეგმა აჩვენა, რომ ყველა ჯგუფში, ცხოველების რაოდენობის შემცირება 76 მლნ. წლის წინ დაიწყო, ანუ მეტეორიტის ჩამოვარდნამდე, 10 მლნ. წლით ადრე.

ფრანგი მეცნიერების აზრით, დინოზავრების თანდათანობით ამოწყვეტის მიზეზი გლობალური აციება იყო, რომელიც დედამიწაზე 76−80 მლნ. წლის წინ დაიწყო. მაშინ პლანეტის საშუალო ტემპერატურამ, წინა პერიოდთან შედარებით, დაახლოებით, 7 გრადუსით დაიწია.

http://intermedia.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share