ჯაბა გოლიათი – როგორი იყო სიცოცხლის ბოლო დღეები და რას წერს უკრაინული პრესა გმირულად დაღუპულ ქართველზე

ჯაბა გოლიათი: უკრაინაში დაღუპული ქართველი სპორტსმენის ომის ბოლო დღეები – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას უკრაინული გამოცემა KyivPost ქართველი მებრძოლის შესახებ.

“ძლიერი, ენერგიული და იუმორით სავსე. არა ტიპური შავი იუმორით, რომლითაც ბევრ ჯარისკაცს შეუძლია დაიკვეხნოს, არამედ საკუთარი უნიკალური, დელიკატური იუმორით” – წერს გამოცემა და აღნიშნავს, რომ ქართველი გმირი ძალოსნობის შეჯიბრისთვის ემზადებოდა და უკრაინის არმიაში მოხალისე გახდა.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ კიევზე, რუსეთის თავდასხმის პირველ დღეს, ჯაბამ და კიდევ ერთმა ქართველმა სპორტსმენმა მირო ვანაძემა რამდენიმე ასეული მოლოტოვის კოქტეილი მოამზადეს.

„ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ხელში კალაშნიკოვი მეჭირა“, – ამბობს მირო, რომელსაც სტატიის ავტორი კიევში, ვოლოდიმრის ტაძარში, ჯაბას დაკრძალვის დღეს შეხვდა.

ეს ეკლესია, გამორჩეული ისტორიულ-კულტურული ძეგლი, რომელიც ცნობილია თავისი კედლის მხატვრობით, უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისეების გლოვის ადგილად იქცა”- ნათქვამია სტატიაში.

სტატიაში საუბარია ხოფერიების ოჯახზე და სხვა ქართველ მებრძოლებზეც, რომლებიც უკრაინაში რუსულ აგრესიას ემსხვერპლნენ.

“უკრაინაში, დაახლოებით 1500 მებრძოლი სამხრეთ კავკასიის ამ პატარა ქვეყნიდანაა, რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ”- წერს სტატიის ავტორი ოლექსი ბობროვნიკოვი.

შეგახსენებთ, ჯამბულათ ხოფერია 10 დეკემბერს, ლანჩხუთში, მშობლიურ სოფელ გვიმბალაურში დაკრძალეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share