ოზურგეთელი ძიუდოისტების წარმატება

8, 9 , 10 დეკემბერს ქ. ხაშურში, ძიუდოში ლუკა მაისურაძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი გაიმართა.
შეჯიბრში მონაწილეობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ძიუდოს სექციის სპორტსმენებმა მიიღეს და ტურნირიდან შედეგებით დაბრუნდნენ.
გიორგი ბუკავაძე 60 კგ – III ადგილი
რაც შეეხება რეზი დიდმანიძეს, მან მძიმე წონაში კარგადვ იასპარეზა, თუმცა სამწუხაროდ საპრიზო ადგილამდე სულ ცოტა დააკლდა.
ოზურგეთელი ძიუდოისტები რესპუბლიკური ტურნირისთვის მწვრთნელებმა : დიმიტრი ტუღუშმა, დავით ჩიკაშუამ და გოჩა ბურჭულაძემ მოამზადეს.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share