“მიხეილ სააკაშვილს, თანამედროვე სახელმწიფოს დამფუძნებელს, პუტინთან მებრძოლ მთავარსარდალს ვულოცავთ დაბადების დღეს”, – ამ წუთებში კლინიკა “ვივა-მედთან” მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. საქართველოს მესამე პრეზიდენტს თანაპარტიელები და მხარდამჭერები დაბადების დღეს ულოცავენ.
აქციაზე იმყოფებიან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატები, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი მუმლაძე.
“მიშა უნდა გადარჩე, რომ გადარჩეს საქართველო” – ამბობენ აქციის მონაწილეები
კლინიკასთან შეკრებილები არიან სამოქალაქო აქტივისტები, მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები და ოჯახის წევრები.